Sunday, December 9, 2012

ყავა

ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან.კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.




როგორ მოვამზადოთ სწორად ყავა?



როგორ მოვამზადოთ სწორედ ყავა?  ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს . მე შემოგთავაზებთ ნალექიანი ყავის მოდუღების რამოდენიმე ხერხს: I  –ჩეხური  რეცეპტით 1 ჩაის კოვზ ნალექინ ყავას ყრიან პირდაპირ ჭიქაში ამატებენ გემოვნებით შაქარს დაასხავენ ადუღებულ წყალს. 2-3 წუთი დამზადაა. II.–1 ჩაის კოვზი ყავა 1ჩაის კოვზი შაქარი ვყრით ჯაზვეში ვასხავთ 1 ყავის ჭიქა დამდგარ წყალს ვამატებთ მარილს ძალიან ცოტას მოვადუღებთ ისე რომ არმივიყვანთ ადუღებამდე. III  – განსაკუთრებული გემო აქვს ქვიშაზე მოდუღებულ ყავას . IV – საჭირო მასალა: 2 ულუფისათვის – 2 ჩ.კ დაფქული ყავა, 200 მლ წყალი, 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი, 4 ჩ.კ. შაქარი, 2 ჩ.კ. კონიაკი, 1 მწიკვი დარიჩინი. მომზადება: ყავადანში მოვათავსოთ ყავა, კაკაო, შაქარი, დარიჩინი, ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ წყალი და მოვადუღოთ. კონიაკი დავუმატოთ ჭიქებში.

რაზეა დამოკიდებული ყავის გემო?




შეიძლება ითქვას, რომ ცხელ სასმელებს შორის ყავა მეტად გამორჩეული სასმელია. იგი მატონიზირებელია და კოფეინს შეიცავს. ძალიან ბევრი ადამიანი სასმელებში უპირატესობას ყავას ანიჭებს, მაგრამ ყველამ არ იცის მისი სწორედ მომზადება. კარგად მოდუღებული ყავა გურმანებისთვის საუკეთესო სასმელია. ყავის გემო რომ იყოს სრულყოფილი, უნდა ვიცოდეთ რა ფაქტორი ავლენს ზეგავლემას მის გემოზე. სახლის პირობებშიც შეგვიზლია  ძალიან გემრიელი ყავის მომზადება. უმჯობესია შევიძინოთ ყავის მარცვლები და სახში დავფქვათ მსხვილად დაახლოებით 1მლმ. ასეთივე ზომით უნდა დავფქვათ  თუ  სპეციალურ ვაკუუმის  მადუღარით ვადუღებთ ყავას. ფილტრიანი ყავის მადუღარისთვის უფრო წმინდათ დაფქული ყავა გამოიყენება. ამ შემთხვევაში ყავა უფრო დიდხანს იხარშება და უფრო ძლიერია. ყავის გემო დამოკიდებულია მის სიძლიერეზე. ასევე  მის გემოზე დიდ როლს ასრულებს წყლის  სისუფთავე. უმჯობესია ყავის მოდუღება ნადგომი წყლით. წყლის ტემპერატურა  უნდა შეესაბამებოდეს ყავის ინდივიდუალურ გემოს. ყველაზე ძლირი ყავის მომზადება შესაძლებელია 100გრადუსზე. მაგრამ ეს გამოიწვევს არომატის აორთქლებას. თუ ტემპერატურას ცოტათი  დავუწევთ არომატი შეუნარჩუნდება მაგარამ დაკარგავს სიძლიერეს. ყავის ხელმეორეთ გაცხელება დაუშვებელია, ამ დროს ის კარგავს არომატს  და გემოს.

მივირთვათ თუ არა ყავა?!



ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ. მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ. 

წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას. 
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის. წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება. 

მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის. 

წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით. 
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან. 
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს. 

მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას. მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის! 

წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად. 
ფაქტები მთელი მსოფლიოდან 
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს; გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა! 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე. 
კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად. ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი. 
ლამაზები რომ ვიყოთკოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე.