ყავის სასარგებლო თვისებები.

       ყავის სასარგებლო თვისებები




საუბარი იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ან მავნებელია ყავა, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სასარგებლოა ყავის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის.
ყავა აფხიზლებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას. ეს ყველაფერი მისი მთავარი კომპონენტის _ კოფეინის `დამსახურებაა~, რომელიც ერთგვარი დოპინგია ჩვენი ორგანიზმისთვის და რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის _ სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას. ყავის მიღება რეკომენდებულია დაბალი არტერიული წნევისა და გულის შენელებული ცემის დროს. ცნობილია, რომ ყავა სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის _ მისი დუეტი სიგარეტთან კი აორმაგებს ამ დაავადების რისკს.


ეს ჯადოსნური სასმელი აღქმის უნარს გვიღვივებს და გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაძაბულობას და ნერვიულობას იწვევს.
გახსოვდეთ, რომ ყავის მიღება ალკოჰოლთან, დამამშვიდებელ ან საძილე პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, დღეში არც 1-2 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებაა რეკომენდებული.


იტალიაში, ქ. პავიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგადაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ყავა ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ეს ხდება ყავის ბაქტერიციდული თვისებების გამო, რის შედეგადაც ბაქტერიები ვერ მაგრდებიან კბილების ზედაპირებზე.

ამ სიახლეს ასევე თან ახლდა სტომატოლოგების მიერ, კბილების წმენდის მაგივრად დილით და საღამოს ყავის დალევის რეკომენდაციები. იგულისხმება უშაქრო ყავა, ნაღებისა და მისაყოლებლის გარეშე. ამ თვალსაზრისით, ყავის საუკეთესო სახეობებად დასახელდა არაბიკა და რობუსტა. მსგავსი კვლევებით აშშ-ში დადგინდა, რომ ყავა შეიცავს ქლოროგენისა და ნიკოტინის მჟავებს და სწორედ ისინი უშლიან ხელს კარიესის წარმომქმნელი მიკრობების გამრავლებას.





ამერიკელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ყავა ხელს უშლის ყელისა და პირის ღრუს კიბოს განვითარებას. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, 40%-ით უკეთ არიან ამ დაავადებებისგან დაცულნი, ვიდრე დანარჩენები. ეს კოფეინის ქიმიური შემადგენლობის შედეგია. ეს ფაქტი სამართლიანად უნდა ჩაითვალოს ყავის მეორე დადებით მხარედ, პირის ღრუს მდგომარეობაზე მისი გავლენის თვალსაზრისით.


No comments:

Post a Comment