Sunday, December 9, 2012

მივირთვათ თუ არა ყავა?!



ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ. მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ. 

წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას. 
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის. წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება. 

მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის. 

წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით. 
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან. 
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს. 

მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას. მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის! 

წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად. 
ფაქტები მთელი მსოფლიოდან 
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს; გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა! 
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე. 
კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად. ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი. 
ლამაზები რომ ვიყოთკოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე.

No comments:

Post a Comment